კვიპროსის ხელისუფლებამ მოქალაქეობა გაუუქმა 100-ზე მეტ ადამიანს, რომლებმაც ეკონომიკური საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პასპორტები მიიღეს. მათ შორის არიან რუსი მილიარდერები ოლეგ დერიპასკა (რუსალის დამფუძნებელი) მიხაილ გუცერიევი (Safmar ჯგუფის დამფუძნებელი) და ალექსეი კუზმიჩევი (ალფა ჯგუფის თანადამფუძნებელი). ასევე, ვადიმ მოშკოვიჩი, ასევე Пробизнесбанк-ის ყოფილი მფლობელი ალექსანდრ ჟელეზნიაკი.
სიაში სულ შვიდი რუსი ბიზნესმენია, რომლებიც Forbes-ის მილიარდერების 2024 წლის რეიტინგში მოხვდნენ. კვიპროსული გამოცემა Politis-ის ცნობით, პასპორტს დაკარგავენ არამხოლოდ თავად ინვესტორები, არამედ, მათი ოჯახის წევრებიც. სიაშია უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი, რომელიც კიევის თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით არის დაპატიმრებული.