პუტინი: გაოცებული ვიყავი იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელმძღვანელობა იცავდა თავის პოზიციას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ადრე გაკეთებული განცხადებები. პუტინი ამბობს, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. პუტინის თქმით, ის „გაოცებული იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელმძღვანელობა იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით.“


„როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი. მაგრამ უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ. ახლა ამ მოსაზრებას შეფასებას არც მივცემ,” - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.