28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც.
განახლება: “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს ევროპულ მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
საპროტესტო მსვლელობაზე ისმის შეძახილები: “გამოდით”, რითაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს.
მანამდე, აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.