პრეზიდენტი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. მან მედიას განუცხადა, რომ ის ხალხთან ერთად იქნება.
მისი თქმით, იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები.
„მე დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ვინ უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ ამ ხალხთან ერთად. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დასრულდება, სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმის წარმომადგენლებთან მივიდა და მათ კითხვებით მიმართა: „მაინტერესებს, რამდენი ლარის ფასად და ვის ემსახურებით.“ „როგორ არ ფიქრობთ ქვეყანაზე.“
მთავარსარდალმა სპეცრაზმელებს მიმართა.
„თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცავთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ ხალხი დაშალოთ. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე? - მიმართა პრეზიდენტმა სპეცრაზმელებს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „დაემორჩილეთ მთავარსარდალს”, “გადმოდით ჩვენს მხარეს.”
28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.