ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედანთან აქცია გამართეს, რითაც 28 ნოემბრის მიტინგზე პოლიციის მიერ დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.


მსვლელობისას მედიის წარმომადგენლებმა მიმართეს საპატრულო პოლიციას, რომ “ქართული ოცნება, მათ იყენებს”. ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს პოლიციას, თუ რატომ არ დაიცვეს 28 ნოემბრის აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოება. პოლიციის მხრიდან 28 ნოემბრის აქციაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ისაუბრეს მედიის წარმომადგენლებმა.