შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.“
„ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდება მისი გამოკითხვა. დაკავებული არ არის,“ - განაცხადეს შსს-ში.
სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა საპოლიციო მანქანაში ჩასვეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მას რამდენიმე სამართალდამცველი ხვდება და წინააღმდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ, აქტივისტი მიჰყავთ.
თავის მხრივ, ხარხელის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში ჩხრეკას ატარებენ. მათ საცხოვრებელი კორპუსის შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ.