აშშ-ს საელჩო: „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან - ნუ აბრალებთ სხვებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება.

„„ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ნუ აბრალებთ სხვებს,“ წერს საელჩო.