„საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა - ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას ვაკვირდებოდით და რეაგირება ყველას მოქმედებაზე გვექნება! ეს რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად იქნება, მაგრამ რეაგირება იქნება, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ!“ - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძემ ამ კონტექსტში განაცხადა, რომ„ რადიკალურმა ოპოზიციამ „ნაცმეიდნის“ მოსაწყობად ყველა მეთოდი გამოიყენა, მათ შორის ეს იყო საჯარო სამსახურის და განათლების სისტემის პოლიტიზირების მცდელობა.“ მისი თქმით, „ნაცმაედანი“ ჩავარდა.
„ამ დღეების მანძილზე უცხოელმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა ბოლო დარჩენილი რესურსი გამოიყენეს. მათ შორის, გამოიყენეს საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. მათ ამ რესურსის გამოყენება შეეძლოთ ამ წლის გაზაფხულზე, წინა წლის გაზაფხულზე ან 2022 წლის ივნისში, თუმცა გარკვეულ რესურსს იტოვებდნენ. მათ საჯარო სამსახურში დარჩენილი ბოლო რესურსი გამოიყენეს,“ აღნიშნა კობახიძემ.