დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განმუხტოს არსებული სიტუაცია

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთ ტერიტორიების საკითხებში სტივენ დოუთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან.


„საქართველოში ხალხი ცხადყოფს, რომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპული მომავლისკენ, რაც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციას.


ვგმობ სასტიკ და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომელიც ბოლო დღეებში გრძელდება. როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღნიშნა, ეს არის შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევა,“ - აცხადებს სტივენ დოუტი.


დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განმუხტოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს მავნე ტრაექტორია ევროპული ღირებულებებისგან.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოისმინოს, განმუხტოს ეს სიტუაცია და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული მავნე ტრაექტორია. დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.