სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ვუ ვონ-სიკის წარდგენილ რეზოლუციას მხარი პარლამენტში საგანგებო სესიაზე დამსწრე 190-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სამხრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, რომ კენჭისყრის შედეგებს დაემორჩილოს.
შეგახსნებეთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.