ორდღიანი გაუფასირების შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8746 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9894 ლარია.

მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0252 ლარს შეადგენდა.