„პროტესტი საქართველოში“ ხდება „ტერორი საქართველოში“ - დაიწყო თვითნებური დაპატიმრებები, - შესაბამისი პოსტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა.
ზურაბიშვილის თქმით, ადამიანებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ.
„საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, პოლიტიკოსებს აპატიმრებენ არანაირი სხვა მიზეზით, გარდა იმისა, რომ აქციებზე დაფიქსირდნენ. ბრალდებული ტერორიზმში, პოტენციური სასჯელი - 9 წელი!“- წერს პრეზიდენტი.