გერმანიის ელჩი: ის, რომ საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა

საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩები -პეტერ ფიშერი, შერაზ გასრი და გარეთ უორდი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდნენ შესაბამკს ინფორმაციას საქართველოში გერმანიის ელჩი სოციალ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის საქმიანობას. ის, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა 85%-ზე მეტი დაშავებულია, განგაშის და შეშფოთების წყაროა. მაქსიმალური პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც სარგებლობს უფლებით, გამოხატოს თავისი აზრი დემოკრატიისა და ევროკავშირის სასარგებლოდ,“ - წერს ელჩი.