მსახიობ გიორგი მახარაძეს თავს დაესხნენ

თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს.

მან განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი დაეხვა, თავს ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, პოლიციას, კი რომელიც მისი მონაყოლით, შემთხვევას შეესწრო, რეაგირება არ მოუხდენია.


დღეს 7 დეკემბერს ბესიკის ქუჩაზე, სადაც გიორგი მახარაძეს სცემეს, თავს დაესხნენ „Tvპირველის" გადამღებ ჯგუფს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს.