პარლამენტის ტერიტორიიდან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს

პარლამენტის ტერიტორიიდან, როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩიდან და თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს.

აღნიშნულ ტერიტორიებზე ამჟამად მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რჩებიან.


მომიტინგეებმა კი, ქაშვეთის ტაძართან და „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირი ჯერ კიდევ გადაკეტილია.


შეგახსენებთ, საქართველოში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.