მეთერთმეტე დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობაც.
დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს. სევე ნაძვის ხეზე კიდია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მოქალაქეები დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას, ასევე, იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციების დროს დააკავეს.
ადგილზე არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.