გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა კლინიკაში "ტვპირველის" ჟურნალისტისა და ოპერატორის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიუღებელია "ბანდიტთა დაჯგუფებების" თავდასხმები.
„რვა ელჩი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სოლიდარობის გამოსახატავად საავადმყოფოში ეწვია. ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა და მათთვის ზიანის მიყენება მიუღებელია. გვითხრეს, რომ პოლიცია რამდენიმე მეტრში იყო და არ ჩარეულა. საით მიდიხარ, საქართველო?“ - წერს პეტერ ფიშერი.