ჯო უილსონი: არ შეგვიძლია, განზე გავდგეთ და დავუშვათ, რომ საქართველო დიქტატურის ხელში მოექცეს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს ყოფილი პრემიერისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნენლის ბიძინა ივანიშვილისა და ამავე პარტიის გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას კიდევ ერთხელ ითხოვს. უილსონის თქმით, საქართველოს „დიქტატურის ხელში“ მოქცევა არ უნდა იყოს დაშვებული.


„საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული ხელისუფლება ქართველების წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიღებას აგრძელებს. ჩემი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა. არ შეგვიძლია, განზე გავდგეთ და დავუშვათ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველო დიქტატურის ხელში მოექცეს.#MEGOBARI,“ - წერს ჯო უილსონი.