პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტს უმასპინძლა სამუშაო ლანჩზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩი ესწრებოდა

ევროკავშირის ელჩმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩი ესწრებოდა.


„დღეს ევროკავშირის ელჩმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩთან ერთად. მისი მუშაობა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დასაცავად გადამწყვეტია. ევროკავშირი დამატებით ზომებს საბჭოს სხდომებზე მომავალ კვირას ბრიუსელში განიხილავს,“ წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციაში.


ევროკავშირმა 10 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ დამატებით ზომებს განიხილავს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე 16 დეკემბერს. ევროკავშირი „სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.“