აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს „საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში.“
„ვამაყობ, რომ ვუერთდები ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში.
საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: ის არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში,“ წერს კლინტონი Facebook-ზე და აზიარებს განცხადებას, რომელიც მსოფლიო ქალი ლიდერების სახელით გავრცელდა.