აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით წარმოდგენილი ადა მარშანია აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს ყაველაშვილის კანდიდატურას

„უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ,“  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ადა მარშანიამ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის მიმდინარეობისას საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენი ჩააგდო. როგორც მან განაცხადა, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც. მარშანიას თქმით, მას ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, ამიტომ, საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს.


„თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენ თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ,” - განაცხადა ადა მარშანიამ.


დღეს რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, დილით 7 საათიდან ფილარმონიასთან შეიკრიბა და მსვლელობით მივიდა პარლამენტის შენობასთან. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური პარლამენტის არჩევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე კი, როგორც განმარტავს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ის თავად დარჩება.


14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე დილით 09:30 საათისთვის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს მივიდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარებდა.


„ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში. გამატარეთ," - განუცხადა მედიას სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ტრადიციულად, სამსახურში მისასვლელად არ სარგებლობს რუსთაველის გამზირის იმ მონაკვეთით, სადაც 14 დეკემბერს გამოჩნდა.


პრეზიდენტმა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა - ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“


ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიიჩნევენ.


ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში

კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია:

საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის არყოფნის მიუხედავად];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი];
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];
პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.