დიდ ბრიტანეთს სომხეთში ახალი ელჩი ჰყავს

დიდმა ბრიტანეთმა სომხეთში ახალი ელჩი დანიშნა.

ჯონ გალაგერს, რომელიც ერევანში დიპლომატიურ მისიას 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, ალექსანდრა კოული ჩაანაცვლებს.

ელჩი მოვალეობის შესრულებას 2025 წლის სექტემბერში შეუდგება.


ადრე (2018-2020) კოული საქართველოში, შემდეგ კი, კატარში მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ახალ დანიშვნამდე კი, ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.