რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი

ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-18 პაკეტი მიიღო. მანამდე, 17 ივლისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მე-18 პაკეტს ვეტოს აღარ დაადებდნენ.


სანქციების მე-18 პაკეტი ეხება ჩინურ ბანკებსაც, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკვე არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში, დრონების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას დ რუსული კომპანია „როსნეფტის“ ქარხანას ინდოეთში.


გადაწყვეტილების შესაახებ დღეს, 18 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა გამოაცხადა. მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ეს არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პაკეტი.


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სანქციები შეეხება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 გემს, დაფინანსებისადმი რუსული ბანკების წვდომის მეტად შეზღუდვას, გაზსადენების, „ჩრდილოეთის ნაკადების“ გამოყენების შემდგომ აკრძალვას და რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის შემცირებას.


„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ ვურტყამთ რუსეთის საომარი მანქანის გულს,“ - დაწერა თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე