სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ფიცომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 18 ივლისს „მწვანე შუქს“ აუნთებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს.
რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი აღარ დაბლოკავს სანქციების მე-18 პაკეტს.
ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ამ ეტაპზე მიაღწია ყველაფერს, რაც შეეძლო.
„ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება ხვალ, მე-18 სანქციების პაკეტის ბლოკირების გაგრძელება,” – განაცხადა ფიცომ.