ჩეხეთში კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდა კრიმინალიზდება და ნაციზმს გაუტოლდება

ჩეხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კომუნისტური პროპაგანდა დაისჯება.

კანონს პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მოაწერა ხელი. Euractiv წერს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები ჩეხეთის ისტორიის შემსწავლელი ინსტიტუტების, მათ შორის, ტოტალიტარული რეჟიმების შესწავლის ინსტიტუტის მოწოდებების შემდეგ მიიღეს.


კანონის მიხედვით, ჩეხეთის სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა შესწორება, რომლის საფუძველზეც:

აკრძალულია კომუნისტური, ნაცისტური ან სხვა ნებისმიერი მოძრაობის მხარდაჭერა ან პოპულარიზაცია,

თუ ისინი ზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ან წაახალისებენ რასობრივ, ეთნიკურ, ეროვნულ, რელიგიურ ან სოციალურ სიძულვილს.

დამრღვევებს დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.