ალიევი: სომხეთი თუ ზანგეზურის დერეფანს დაბლოკავს, ტრანზიტულ ქვეყნად მისი გადაქცევის შანსი ნულამდე შემცირდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „სომხეთი თუ გააგრძელებს ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებული პროცესის დაბლოკვას, მისი შანსები, რომ ოდესმე სატრანზიტო ქვეყნად იქცეს, ნულს მიუახლოვდება.


„სამწუხაროდ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სომხურ მხარეს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებული არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. ეს საკითხი განზრახ იხსნება დღის წესრიგიდან.


ამ შემთხვევაში, სომხეთის შანსები, რომ ოდესმე სატრანზიტო ქვეყნად იქცეს, ნულს მიუახლოვდება. თუ ისინი გააგრძელებენ ამ პროცესის დაბრკოლებას, მე მჯერა, რომ ისინი არამხოლოდ ისედაც განცდილ სატრანსპორტო იზოლაციაში აღმოჩნდებიან, არამედ, გარკვეულწილად, პოლიტიკურ იზოლაციაშიც,“ - აღნიშნა ალიევმა.