„ეს შეკითხვა სომხეთისთვის არის განკუთვნილი“ - ალიევის ადმინისტრაცია აშშ-ის მიერ ზანგეზურის დერეფნის შესაძლო კონტროლზე

„ეს კითხვა სომხურ მხარეს მიემართება. აშშ-ის კომპანიებთან თანამშრომლობა მათი საქმეა.“ „ჩვენ, ჩვენი მხრივ, ფოკუსირებულნი ვართ ჩვენს სამუშაოზე: ტრანსპორტირების ხაზების გაფართოებასა და ჩვენს მეზობლებთან - საქართველოსთან, ირანთან და რუსეთთან კონტაქტების გაფართოებაზე,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰიქმეთ ჰაჯიევმა, როდესაც ისაუბრა ინიციატივაზე, რომ ზანგეზურის დერეფანი“ ამერიკულმა მხარემ გააკონტროლოს.


მანვე აღნიშნა, რომ „ასეთი ურთიერთობები შეიძლება, სასარგებლო იყოს მთლიანად რეგიონისთვის.“

„თუ სომხეთი ამისთვის მზად არის, ჩვენ გვსურს ერთობლივად განვავითაროთ ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფანი,“ - აღნიშნა ჰაჯიევმა.