ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტის გაზრდას გეგმავს

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 2024 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით, ქვეყანამ დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ნავთობი გაგზავნა, 2025 წელს კი, ამ მოცულობის 1.7 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.


ერლან აკენჟენოვმა აღნიშნა, რომ წლის პირველ ექვს თვეში BTC-ით 800 000 ტონა გადაიტანეს. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი ყაზახური ნავთობის ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტად რჩება და მისი გამოყენების გაფართოების მიზნით მუშაობა გრძელდება.


„სამუშაო მიმდინარეობს; ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ალტერნატიული მარშრუტია. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ამ მარშრუტით დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა ექსპორტი განხორციელდა, 2025 წელს ჩვენ დაახლოებით 1.7 მილიონი ტონის ტრანსპორტირებას ვგეგმავთ,“ აღნიშნა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა