ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა რომან სკლიარმა განაცხადა, რომ ჩინეთი ყაზახეთში მესამე ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ახალი ატომური ელექტროსადგურების ადგილმდებარეობა წელს გამოცხადდება.
პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენება ალმატის რეგიონის ჟამბილის რაიონში მდებარე სოფელ ულკენში იგეგმება. მთავარ კონტრაქტორად რუსული „როსატომი“ შეირჩა. გადაწყვეტილება 14 ივნისს გამოცხადდა.
მეორე ელექტროსადგურის მშენებლობის კონსორციუმის ხელმძღვანელობისთვის ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაცია (CNNC) შეირჩა.
ივნისში, სკლიარმა ივარაუდა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობით მეორე პროექტი შესაძლოა, უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე - „როსატომის“ მონაწილეობით.