ისრაელის „ლევიათანმა“ ეგვიპტესთან, გაზის ექსპორტზე ისტორიული, $35 მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

  • ისრაელმა და ეგვიპტემ ხელი მოაწერეს ისტორიულ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში, ისრაელის საბადო 2040 წლამდე ეგვიპტეს 130 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მიაწვდის.

ისრაელის "ლევიათანის" ბუნებრივი აირის საბადომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საექსპორტო შეთანხმებას მოაწერა ხელი - ეგვიპტე 35 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივ აირს შეისყიდის. ამის შესახებ "ლევიათანის" ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანია NewMed-მა განაცხადა.


NewMed Energy-ს განცხადებით, ეს შეთანხმება რეგიონში ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალი ეტაპია და ეგვიპტის, როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ენერგოჰაბის როლს აძლიერებს. ეგვიპტე 130 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. 


  • პირველი ეტაპი დაიწყება 2026 წელს — 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზით;

  • მეორე ეტაპი ამოქმედდება ლევიათანის გაფართოებისა და ახალი მილსადენის აშენების შემდეგ და მოიცავს დარჩენილ 110 მილიარდ კუბურ მეტრს.

ხელშეკრულების მიზანია ეგვიპტისთვის გაზის სტაბილური მიწოდება ენერგოკრიზისის ფონზე. NewMed Energy, რომელიც ლევიათანის ერთ-ერთი ოპერატორია, შეთანხმებას რეგიონისთვის სტრატეგიულ ნაბიჯად აფასებს.