აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიატარული დახმარების სახით ორი მილიონი დოლარი გამოუყო. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამალიევმა მოაწერა ხელი.
ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც დაიხარჯება აზერბაიჯანში წარმოებულ ელექტრონულ აღჭურვილობაზე და შემდგომ უკრაინაში გაიგზავნება.