ზელენსკი ლონდონში კირ სტარმერს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დახვდა.

მან მოლაპარაკებების შემდეგ, დაუნინგ სტრიტი უკვე დატოვა.


13 აგვისტოს, ევროპელმა ლიდერებმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

სატელეფონო საუბრის შემდეგ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უკრაინას მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები უნდა ჰქონდეს.“