პუტინი იგივე პროპაგანდას იმეორებს, პრობლემა რუსული იმპერიალიზმია - ლიპავსკი

„პუტინმა გაიმეორა იგივე პროპაგანდა „კონფლიქტის ფესვების“ შესახებ, რასაც მისი სახელმწიფო ტელევიზია გამუდმებით იმეორებს,“ - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ალასკის სამიტის შემდეგ განაცხადა.


„პრობლემა რუსული იმპერიალიზმია და არა უკრაინის სურვილი, იცხოვროს თავისუფლად“. არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ სიტყვებში იმალება პუტინის ამბიცია, დაუბრუნდეს 1997 წლის უსაფრთხოების არქიტექტურას - იმ დროს, როდესაც ჩეხეთი ჯერ არ იყო NATO-ს ნაწილი. ჩვენი ეგზისტენციალური ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი სცენარები. პუტინი რომ სერიოზულად ეკიდებოდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რუსეთი დღეს მთელი დღე არ დაესხმებოდა თავს უკრაინას.“ ამბობს ჩეხი მინისტრი.