სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართული სამიტი გარდამტეხი მომენტია სამხრეთ კავკასიისთვის.
მან გაიხსენა, თუ რა დოკუმენტებს მოეწერა ხელი ვაშინგტონში, 8 აგვისტოს.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება მოხდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. 8 აგვისტოს შემდეგ, ჩვენ სრულიად განსხვავებულ სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის ახალ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ. მშვიდობა ჩვენთვის უცნობი რეალობა და უცხო ცხოვრებაა; ნუ დავაკნინებთ ამ რეალობას. ნულიდან უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს მშვიდობიანად ცხოვრება, როგორია მშვიდობა,“ - განაცხადა ფაშინიანმა ერისადმი მიმართვისას.