- 8 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ.“
- ამ დეკლარაციით, მხარეები ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობისკენ მიმავალი გზის მიმართ. დეკლარაციას ხელი მოაწერეს სამ ეგზემპლარად, ტრამპმა კი, ხელი მოაწერა მოწმის სტატუსით. 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმდა სულ 7 დოკუმენტი.
კერძოდ:
-
სამმხრივი დეკლარაცია – სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ
-
სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
-
ერთობლივი მიმართვა OSCE-ს – მინსკის ჯგუფის დასასრულებლად
-
აზერბაიჯანი–აშშ-ის მემორანდუმი
- ზერბაიჯანი–აშშ-ის დეკლარაცია
-
სომხეთი–აშშ-ის მემორანდუმი
- სომხეთი–აშშ-ის დეკლარაცია
1. გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება
-
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტს, რომლის საბოლოო რატიფიცირება ჯერ კიდევ წინ არის.
-
აღინიშნა ორმხრივი სურვილი მშვიდობის განმტკიცებისა და მეზობლური ურთიერთობების ფორმალურად დამყარების შესახებ.
2. მინსკის ჯგუფიდან გამოსვლა
-
მხარეებმა განაცხადეს, რომ ხელს აწერენ ერთობლივ მიმართვას ეუთოს (OSCE), რომ მინსკის ჯგუფის საქმიანობა ოფიციალურად დასრულდეს.
-
მოუწოდეს ყველა ქვეყანას, ვინც მონაწილეობდა მინსკის პროცესში, ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმონ.
3. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების გახსნა
-
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანსპორტო გზები გაიხსნება, რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური კავშირის გასაძლიერებლად.
-
აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის (აზერბაიჯანის ექსკლავი) შორის გზა გაიხსნება სომხეთის გავლით, ხოლო სომხეთსაც ექნება სარგებელი ამ კომუნიკაციიდან.
4. ახალი პროექტი – TRIPP
-
შეთანხმდა თანამშრომლობა ახალი პროექტის ფარგლებში:
"Trump Route for International Peace and Prosperity" (TRIPP) –
აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სატრანსპორტო/ეკონომიკური ინიციატივა. TRIPP მოიცავს ზუსტად იმ გეოგრაფიულ მარშრუტს, რაც ადრე ზანგეზურის დერეფნის სახელით იყო ცნობილი – ნახიჩევანი (აზერბაიჯანის ექსკლავი) ←→ აზერბაიჯანი, სომხეთის სიუნიქის (ანუ ზანგეზურის) გავლით.საკვანძო განსხვავება ისაა, რომ:
TRIPP არ მოითხოვს სომხეთის სუვერენიტეტის შეზღუდვას;
არ გამოიყენება ტერმინი "დერეფანი" სუვერენული კონტროლის გარეშე (როგორც ამას ადრე აზერბაიჯანი მოითხოვდა);
ყველა მარშრუტი იქნება სრულად სომხეთის იურისდიქციის ქვეშ, უბრალოდ გარანტირებული და გამჭვირვალე მიმოსვლის პირობებით — საერთაშორისო სამართლის სტანდარტების დაცვით.
-
სომხეთი იმუშავებს აშშ-სა და სხვა მხარეებთან ამ პროექტის განხორციელების თაობაზე, საკუთარ ტერიტორიაზე. პროექტი სომხეთის იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდება, მაგრამ შეერთებული შტატები მშენებლობისა და მართვის ზედამხედველობისთვის, მიწას კერძო ამერიკულ კომპანიას იჯარით გადასცემს.
5. საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა
მხარეებმა დაადასტურეს, რომ აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას (გეოგრაფიულად 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის მიხედვით).
უარი ითქვა ძალის გამოყენებაზე ან შურისძიებაზე — ომის დასრულების იდეა ხაზგასმით დადასტურდა.
6. ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობის საფუძველი
-
შეხვედრა აღიარეს, როგორც მტკიცე საფუძველი მომავალი მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის.
დამოუკიდებელი, ორმხრივი შეთანხმებები
სომხეთი – აშშ
1. მემორანდუმი თანამშრომლობაზე სატრანსპორტო და ეკონომიკური განვითარებისთვის
-
დასახელება: Memorandum of Understanding on the Implementation of the TRIPP Corridor in Armenia
-
მხარეები:
-
რესპუბლიკა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
-
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი
-
-
შინაარსი:
-
სომხეთი თანხმდება TRIPP (Trump Route for International Peace and Prosperity) პროექტში მონაწილეობაზე;
-
იწყება ტექნიკური სამუშაოები მარშრუტის განსაზღვრისა და ინფრასტრუქტურის შეფასებისთვის.
-
2. დეკლარაცია მშვიდობის პროცესის მხარდაჭერაზე
-
დასახელება: Joint Declaration on Support for Peacebuilding Efforts in the South Caucasus
-
მხარეები: სომხეთი – აშშ
-
შინაარსი:
-
აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას;
-
მზადაა ითანამშრომლოს შიდა განვითარებისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
-
აზერბაიჯანი – აშშ
-
მემორანდუმი რეგიონული კომუნიკაციების მხარდაჭერაზე
-
დასახელება: Memorandum of Cooperation on Regional Connectivity and Trade Facilitation
-
მხარეები:
-
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
-
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
-
-
შინაარსი:
-
მხარეები თანამშრომობენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში;
-
მხარს უჭერენ ნახიჭევანის დერეფნის გახსნას რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად.
-
2. დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე
დასახელება: Strategic Partnership Declaration between the United States of America and the Republic of Azerbaijan
მხარეები: აზერბაიჯანი – აშშ
შინაარსი:
-
უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოება;
-
აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
-
დასკვნა: ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებული სისტემა გააძლიერებს სავაჭრო კავშირებს ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან, ასევე გზას გაუხსნის მეზობელ თურქეთს სომხეთთან საზღვრის ხელახლა გახსნისთვის, რომელიც მან 1993 წელს დახურა. შეთანხმება, სავარაუდოდ, გააძლიერებს შეერთებული შტატების გავლენას რეგიონში და კიდევ უფრო დაარტყამს რუსეთისა და ირანის ავტორიტეტს.