საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა. შესაბამისი განკარგულება 7 აგვისტოთი თარიღდება. ახალი ელჩი შერაზ გასრის შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე 2023 წლის დასაწყისიდან მსახურობს. მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა უფლებამოსილების ვადის დასრულების შესახებ.


განკარგულების თანახმად, ოლვიე კურტო აქამდე უფროსი ადმინისტრატორის პოზიციას იკავებდა. ოლივიე კურტო საფრანგეთის სამთავრობო უწყებებში დაზვერვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა. 


ფრანგული მედიის ცნობით, კურტო მუშაობდა ლისაბონში საფრანგეთის საელჩოს პირველ მდივნად. 2005-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროში ევროპის საკითხებში მრჩეველი, ასევე, საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის შტაბის უფროსი. ასევე, 2015 წლისთვის, იორდანიაში საფრანგეთის საელჩოში პირველი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.