ზელენსკის თქმით, უკრაინა შორი რადიუსის რაკეტა Flamingo-ს მასობრივ წარმოებას ზამთარში დაიწყებს

უკრაინა საკუთარი, ადგილობრივი წარმოების, შორი რადიუსის მქონე ფრთოსანი რაკეტის, „ფლამინგოს“ მასობრივი წარმოების დაწყებას ამ ზამთარში გეგმავს. 

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ფლამინგომ“ წარმატებით გაიარა ტესტები. უკრაინის პრეზიდენტმა „ფლამინგო“ „ყველაზე წარმატებულ“ რაკეტად მოიხსენია, რაც ამჟამად უკრაინას აქვს.

მისი თქმით, „ფლამინგოს“ რაკეტას 3000 კილომეტრამდე (1864 მილი) ფრენა შეუძლია. „დეკემბრისთვის მეტი ასეთი რაკეტა გვექნება. დეკემბრის ბოლოსთვის ან იანვარ-თებერვალში მასობრივი წარმოება უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.


Flamingo-ს რაკეტა პირველად საჯაროდ 17 აგვისტოს გამოჩნდა, როდესაც Associated Press-ის (AP) ფოტოჟურნალისტმა ეფრემ ლუკაცკიმ მისი ფოტო გამოაქვეყნა.

ზელენსკიმ უფრო ადრე განაცხადა, რომ უკრაინამ კიდევ ერთი ადგილობრივი იარაღი, ჰიბრიდული რაკეტა-დრონი „პალიანიცია“ 

შეიმუშავა.