Finacial Times-ის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ბულგარეთში დაშვებისას GPS-ის სიგნალის გარეშე დარჩა, რაც სავარაუდოდ, რუსული ჩარევის (GPS-ის დაბლოკვის) შედეგი იყო. ამის გამო, პილოტები იძულებულნი გახდნენ, ძველი მეთოდით – ქაღალდის რუკების გამოყონებით დაესვათ თვითმფრინავი.
საბოლოოდ, ფრენა მშვიდობიანად დასრულდა. FT ინფორმაციას სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაცია გაავრცელა CNN-მაც.
ევროკომისიის სპიკერის თქით, კომისიამ "ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ნავიგაცია სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან აშკარა ჩარევის შედეგად გაითიშა.“
"ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურყევ ვალდებულებას, გავაძლიეროთ როგორც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, ასევე, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ," - აღნიშნა სპიკერმა.