დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ჯო ჰილი უკრაინაში ჩავიდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგას კიევის რკინიგზის სადგურზე დახვდა


დენის შმიგალის თქმით, შეხვედრისას კოორდინაციას გაუწევენ „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის ძირითად საკითხებს“, რომელიც ლონდონში გაიმართება.

„ვამზადებთ მნიშვნელოვან ორმხრივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის პოტენციალს,“ - წერს შმიგალი.