აშშ-მ საქართველოში თავდაცვის სფეროს ახალი გუნდი წარადგინა

„3 სექტემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი - ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.