აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ომის დეპარტამენტი ერქმევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა. ეს ნაბიჯი აღადგენს სახელწოდებას, რომელიც სააგენტოს ბოლოს 1940-იან წლებში ეკუთვნოდა - ბრძანების ტექსტის თანახმად, სახელის დაბრუნების მიზანია „ძალისა და სიმტკიცის დემონსტრირება.“


„ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო შესაფერისი სახელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ სად არის ამჟამად მსოფლიო. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები,“ - განაცხადა ტრამპმა ბრძანების ხელმოწერამდე.

X/PeteHegseth A doorplate reads 'Pete Hegseth, Secretary of War'


თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, რომელიც პრეზიდენტთან ერთად ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სახელის შეცვლა „მხოლოდ სახელის შეცვლას არ ეხება, არამედ აღდგენას.“

ჰეგსეთმა დასძიმა, რომ ქვეყანა „მეომრებს აღზრდის და არა მხოლოდ დამცველებს.“


ეს დეპარტამენტის თავდაპირველი სახელწოდება იყო, რომელიც 1789 წლიდან 1947 წლამდე გამოიყენებოდა. ომის დეპარტამენტი ჯორჯ ვაშინგტონმა დააარსა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რებრენდინგი განხორციელდა.


თეთრი სახლი ჯერ არ ამბობს, რა დაჯდება რებრენდინგი, მაგრამ ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ ასობით სააგენტოს, ემბლემის, ელექტრონული ფოსტის მისამართებისა და უნიფორმების განახლების ხარჯი მილიარდ დოლარს შეადგენს. სახელის შეცვლის იდეა ტრამპმა არაერთხელ წამოჭრა და განაცხადა, რომ წინა სახელწოდებით, აშშ-ს, ორივე მსოფლიო ომში „გამარჯვების დაუჯერებელი ისტორია“ აქვს.