აშშ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურებს ამკაცრებს

აშშ-ის მთავრობამ უცხოელებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების, მათ შორის, B1/B2 ტურისტული ვიზების გაცემის წესებს ამკაცრებს. ბრძანების თანახმად, რომლის შესახებაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათს, 6 სექტემბერს გამოაცხადა, ვიზების მიღების მსურველებს დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ იმ ქვეყნებში შეეძლებათ, რომლის მოქალაქეებიც არიან ან ამ ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ.


ამავდროულად, 17 ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, სადაც ასეთი ვიზების გაცემა შეჩერებულია, განისაზღვრა კონკრეტული საელჩოები და საკონსულოები, სადაც მათ განაცხადების წარდგენა შეუძლიათ. ამრიგად, რუსებს ამის გაკეთება მხოლოდ აშშ-ის საელჩოებში შეეძლებათ ასტანასა და ვარშავაში, ბელორუსის მოქალაქეებს - ვარშავაში ან ვილნიუსში, ხოლო უკრაინელებს - ვარშავასა და კრაკოვში.


ამ დრომდე აშშ-ის ტურისტული ვიზის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში იყო შესაძლებელი. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ უკვე დანიშნული გასაუბრებები არ გაუქმდება. 

ახალი წესები არ გავრცელდება A, G, C-2, C-3, NATO-ს წარმომადგენლების ვიზებსა და დიპლომატიურ ან სამსახურებრივი ნებისმიერი ტიპის ვიზაზე.

იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, დაშვებული იყოს გამონაკლისი ჰუმანიტარული, სამედიცინო ან საგარეო პოლიტიკური საკითხების გათვალისწინებით.