დიდმა ბრიტანეთმა „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ორი უმსხვილეს რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა, რითაც „პუტინის საომარი მანქანისთვის დიდი დარტყმის შესახებ“ განაცხადა.


დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიები და გლობალური ბიზნესები, რომლებიც პუტინის უკანონო ომს უჭერენ მხარს, ახალი სანქციების ქვეშ მოექცნენ, დიდი ბრიტანეთი კრემლის შემოსავლებზე ზეწოლას ზრდის. ამით, დიდი ბრიტანეთი რუსეთს დღემდე ყველაზე მკაცრ სანქციებს უწესებს, რითაც ენერგეტიკის სფეროდან მიღებულ შემოსავლებს ახშობს.


„უკრაინის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. დღევანდელი ქმედება კიდევ ერთი ნაბიჯია უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ და უფრო უსაფრთხო გაერთიანებული სამეფოსკენ,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა.


დიდმა ბრიტანეთმა „როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს პერსონალური სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესა, „ლუკოილის“ ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი კი, 2022 წლის აპრილში დაასანქცირა. 15 ოქტომბერს განახლებულ სიაში ასევე მოხვდა ინდური კომპანია „ნავარა ენერჯი“, რომლის თანამესაკუთრეც „როსნეფტია.“


დიდი ბრიტანეთის სანქციებმა, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან დაწესდა, 28.7 მილიარდი ფუნტის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. “2024-25 წლების ყოველწლიურ მიმოხილვაში გამოცხადებული მაჩვენებელი ხაზს უსვამს დიდი ბრიტანეთის წამყვან როლს, რომელიც მას უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის დაფინანსების ნაკადების ჩახშობაში შეაქვს,“ - აცხადებენ ბრიტანეთის მთავრობაში.