დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - საელჩო

დიდი ბრიტანეთი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ დამატებითი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, ათასობით ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის.


„რუსეთმა უკვე ორი საქმე წააგო, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ოკუპაციის დროს და მის შემდეგ ჩადენილი დარღვევების გამო და ჯამში, მას 382 მილიონი ევრო კომპენსაციის ვალდებულება დაეკისრა. ეს გადაწყვეტილებები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე ანგარიშვალდებულებისკენ.

დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მცდელობების გვერდით, რათა მიღწეულ იქნას სამართლიანობა რუსეთის აგრესიისა და მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლთათვის,“ წერს ბრიტანეთის საელჩო.