სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის დრო რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს მალე მოხდეს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა DW-სთან განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას აქვს კანონი, რომელიც მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას ავალდებულებს.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან მუშაობა, მნიშვნელოვნად გავაღრმავეთ ორმხრივი ურთიერთობები. შეთანხმება გვაქვს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ. უკვე დავიწყეთ სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესი. ჩემი აზრით, ეს პროცესი საკმაოდ წარმეტებულად მიმდინარეობს. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ახალ დოკუმენტსა და პარტნიორობის ახალ პროგრამაზე დავასრულეთ მუშაობა. მას უახლოესი სამი თვით განმავლობაში მოაწერენ ხელს.
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ბევრი რამ ხდება და ამის აღნიშვნას საინტერესოა. ვხედავთ, რომ სომხეთის მოქალაქეები კიდევ უფრო შორს წასვლას მოითხოვენ ჩვენგან. მათი მხრიდან გარკვეულ კრიტიკას ვხედავთ შესაძლო შეფერხებებისა და ხანგრძლივი პროცედურების, შიდა პროცედურების თაობაზე,” - განაცხადა მირზოიანმა.
„კანონი გვაქვს, რომელიც სომხეთის მთავრობას ასეთი პოლიტიკის გატარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას ავალდებულებს. არ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, როდის შევიტანთ განაცხადს - შეიძლება შემდეგ თვეს ან შემდეგ წელს - ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩვენი ოფიციალური პოლიტიკაა.
ვიდრე ოფიციალური განცხადის შეტანასა და ევროკავშირის პასუხს ველოდებით, უკვე დავიწყეთ ევროკავშირთან მუშაობა და მნიშვნელოვნად გავაღრმავეთ ორმხრივი ურთიერთობები,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა DW-სთან ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვას, რამდენად სწრაფად შეიძლება, სომხეთი და ევროკავშირი უვიზო რეჟიმის თაობაზე შეთანხმდნენ, მირზოიანმა უპასუხა: “ერთიდან ორ წლამდე, საკმაოდ რეალისტური ვადაა.”