ფაშინიანი საქართველოს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა.

22 ოქტომბერს ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-5 აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც თბილისში გაიმართება.

დაგეგმილია სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა.