აშშ-მ მის წყლებთან ახლოს რუსული ხომალდის გამოჩენის საპასუხოდ, საპატრულო ხომალდი გაგზავნა

აშშ-ის ოაჰუს სამხრეთით, დაახლოებით 24 კილომეტრის მანძილზე, ამერიკის წყლებთან ახლოს, რუსული სამხედრო ხომალდი შენიშნა. შესაბამისი განცხადება სანაპირო დაცვამ გააკეთა.

კერძოდ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ძალების საერთო სადაზვერვო გემის - Kareliya-ს გამოჩენის საპასუხოდ თვითმფრინავი და საპატრულო ხომალდი გააგზავნეს. 


„საერთაშორისო სამართლის ნორმების ფარგლებში, სანაპირო დაცვა აშშ-ის სახელმწიფო წყლებთან ახლოს რუსული ხომალდების მოქმედებებს აკვირდება, რათა შეინარჩუნოს ამერიკის ხომალდების უსაფრთხო მოქმედების შესაძლებლობა და აშშ-ს სახმელეთო თავდაცვის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს,“ - წერია განცხადებაში.


სანაპირო დაცვამ ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უცხოურ საზღვაო ხომალდებს უფლება აქვთ, „სატრანზიტო ოპერაციები სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული წყლებიდან 12 საზღვაო მილის დაშორებით წარმართონ.“