28 წლის განმავლობაში პირველად, მაიამს „დემოკრატი“ მერი ჰყავს

28 წლის განმავლობაში პირველად, მაიამის მერი „დემოკრატი“ გახდა. 61 წლის ეილინ ჰიგინსი მაიამის ისტორიაში პირველი ქალი მერია.


მაიამის მერის არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ეილინ ჰიგინსმა ხმების 60% დააგროვა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, ემილიო გონსალესი დაამარცხა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ ჰიგინსმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ „მაიამიმ ახალი კურსი აირჩია“.