უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) სპეციალური ოპერაციების ცენტრის შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა ბოლო კვირის განმავლობაში მესამედ დაარტყა კასპიის ზღვაში მდებარე „ლუკოილ-ნიჟნევოლჟსკნეფტის“ ობიექტს. ეს ინფორმაცია უკრაინულ მედიას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
„უკრაინსკაია პრავდას“ უწყებაში წყარომ განუცხადა, რომ სპეციალური ოპერაციების ცენტრის დრონებით თავდასხმა განხორციელდა კომპანია „ლუკოილ-ნიჟნევოლჟსკნეფტის“ კუთვნილ პლატფორმაზე. იერიშის შედეგად დაზიანდა ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, შეჩერდა საწარმოო პროცესები.
გარდა ამისა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, უკრაინის ძალებმა რუსეთის ძალებმა ნოვოროსიისკის პორტში რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყეს, რამაც გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ცნობისთვის, ზღვაში რუსეთის ფილანოვსკის და კორჩაგინის ნავთობმომპოვებელ პლატფორმებზე დრონებით თავდასხმა 11 და 12 დეკემბერსაც განხორციელდა.
ფილანოვსკის საბადო ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში და კასპიის ზღვის რუსეთის სექტორში. მისი მარაგი 129 მილიონ ტონა ნავთობს და 30 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.