აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა

9 იანვარს, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთში ნავთობპროდუქტების მეორე პარტია გაგზავნა.


ტვირთი მოიცავს 1742 ტონა 95 RON ბენზინს და 956 ტონა დიზელის საწვავს. ტვირთი სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით ჩავა. გასულ თვეში, ბაქოდან სომხეთში 1220 ტონა 95 RON ბენზინით დატვირთული პირველი სატვირთო მატარებელი გაიგზავნა. გადაზიდვები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანიდან სომხეთში საქონლის ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.


დღეს, 11 იანვარს,11 ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კასიკის მიმართულებით, 18 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი გავიდა, რომელიც 979 ტონა AI-92 საავტომობილო ბენზინით იყო დატვირთული. ტვირთი სომხეთში, საქართველოს გავლით გადაიგზავნება.